წესები და პირობები

  1. საქველმოქმედო ფონდი, იურიდიული სახელწოდებით ა(ა)იპ “საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFS განთავსებულია ვებ მისამართზე: cfs.byme.ge. ფონდი დაარსებულია კომპანია CBMG – ს მიერ. საქველმოქმედო ფონდს ტექნიკურ უზრუნველყოფას, ვებ ადმინისტრირებას და ვებ დეველოპმენტს, პიარს და მარკეტინგს, ასევე სარეკლამო მომსახურეობას უწევს კომპანია CBMG;
  2. CFS – ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, საქველმოქმედო განაცხადების შეგროვება, განთავსება საკუთარ ვებ გვერდზე: cfs.byme.ge, დონორებთან დაკავშირების, მატერიალური და სოციალური დახმარების/შემოწირულობების მოზიდვის ან/ და შეგროვების მიზნით. ფონდის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თქვას: “სიცოცხლე მიხარია”, “სიკეთე მიხარია”. მიზნის მისაღწევად ფონდი მზადაა დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს და გაუწიოს მატერიალური, სოციალური, მორალური დახმარება, ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც დახმარება ესაჭიროება: სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები; ობოლი და მშობელთა მზრუნველობა მოკლებული ბავშვები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; მარჩენალდაკარგულები; მიუსაფარი ბავშვები; უსახლკარო პირები; შინასამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირები; მარტოხელა ხანდაზმულები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული პირები; ასევე სტარტაპ ბიზნესები ან ბიზნეს იდეები; მიტოვებული ეკლესია-მონასტრების, აღდგენა-რესტავრაცია და ხატწერა. ბუნების, ცხოველების და გარემოს დაცვა, მოვლა, გაფრთხილება, ხეების დარგვა და იმ გარემოს გალამაზება მოწყობა, სადაც ვცხოვრობთ.
  3. საქველმოქმედო ფონდში CFS, ვებ გვერდი: cfs.byme.ge, დასაქმება და მუშაობა ქველმოქმედად ან მოხალისედ შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ასაკი 18 – 70 წელი;
  4. დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა;
  5. დაცულია საავტორო უფლებები;
  6. აკრძალულია სპამის, 18+, უხამსი და შეურაცმყოფელი შიგთავსის გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული პროდუქტის ან მომსახურეობის ნებისმიერი სახით განთავსება და გავრცელება “საქველმოქმედო ფონდი სიმი” – ს CFS ვებ გვერდზე: cfs.byme.ge;
  7. იკრძალება “საქველმოქმედო ფონდი სიმი” – ს CFS ვებ გვერდზე: cfs.byme.ge განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, თემის, იდეის, მოდულის, პროექტის ან მარკეტინგული პროგრამის, სისტემის და მისი მუშაობის სტრატეგიის მითვისება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება ან დუბლირება  (ჯარიმა);
  8. “საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFS – ს ვებ გვერდზე: cfs.byme.ge არსებული, დონორის კაბინეტით სარგებლობისათვის საჭიროა, ეწვიოთ განაცხადების გვერდს და განახორციელოთ მინიმუმ 1 შემოწირულობა/დონაცია;
  9. რეგისტრაცია – რეგისტრაცია გაძლევთ სისტემაში შესვლის, პირადი დონორის კაბინეტზე წვდომის, პირადი მონაცემების რედაქტირების, შემოწირულობების ისტორიის ნახვის და მუშაობის შესაძლებლობას;
  10. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, როგორც ფიზიკურმა ისე იურიდიულმა პირმა საჭიროა შეავსოს დასაქმების განაცხადის ფორმა განთავსებულია მთავარი მენიუს ქვე მენიუზე ან დააკლიკეთ აქ;
  11. განაცხადით ფონდი იდენთიფიცირებას უკეთებს დაინტერესებული პირის მოთხოვნას, ამუშავებს მის მონაცემებს და ანთავსებს შესაბამის კატეგორიაში, განაცხადის ფორმაში მითითებული სტატუსით. განაცხადის ფორმის შევსებით, გვაწვდით პირად მონაცემებს, ურთიერთ შეთანხმების გასაფორმებლად და მუშაობის მოქმედებების დასაწყებად. დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ინფორმაცია მესამე პირზე გაიცემა, მხოლოდ საქველმოქმედო განმცხადებლის თანხმობის შემთხვევაში;
  12. ყურადღებით, სწორად და რეალური მონაცემებით შეავსეთ განაცხადის ფორმებში ყველა აუცილებელი ველი. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს არასწორად ან შეცდომით მითითებულ მონაცემებზე;
  13. განაცხადის ფორმის შევსებით, რეგისტრაციის გავლით, თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ხელს აწერთ/ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. თქვენ ეთანხმებით პროექტის წესებს და პირობებს, კონფიდენციალობას, უსაფრთხოებას და არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნიათ “საქველმოქმედო ფონდი სიმი” – ს CFS, ვებ გვერდზე cfs.byme.ge განთავსებული ინფორმაციის მიმართ და ფონდის ადმინისტრაციასთან;
  14. გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშწორებით, საბანკო გადარიცხვით, ასევე სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან და ვიზა მასტერქარდით (დროებით არ არის აქტიური):

14. გადახდა საბანკო გადარიცხვით ნებისმიერი ბანკიდან, ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:

ბანკის დასახელებაბანკის კოდიანგარიში (IBAN)მიმღების დასახელებაBIC / Swift
სს “საქართველოს ბანკი”BAGAGE22GE18BG0000000537457795“საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFSBAGAGE22
სს “თიბისი ბანკი”TBCBGE22GE51TB7446936080100014“საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFSTBCBGE22
სს “ლიბერთი ბანკი”LBRTGE22GE66LB0115114432791000“საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFSLBRTGE22
გაითვალისწინეთ!
აუცილებელია, შემოწირულობის გადახდის დანიშნულებაში, მიუთითოს განაცხადის CFS კოდი ID.


14.2 ასევე, გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან OPPA , (Paybox) – ის საშუალებით.

ინსტრუქცია: სხვადასხვა – ქველმოქმედება – სიმი CFS – აირჩიეთ მომსახურეობა – მიუთითეთ თქვენი მონაცემები და გაიღეთ შემოწირულობა.

გადახდის ტერმინალში არსებული მომსახურეობების ჩამონათვალი და დანიშნულება:

  • 1. აირჩიეთ ქველმოქმედება – გრანტების, ღონისძიებების და აქციების დასაფინანსებლად.
  • 2. აირჩიეთ საქველმოქმედო პროექტები – თუ გსურთ დააფინანსოთ, მხარი დაუჭიროთ ბენეფიციარები / საქველმოქმედო განაცხადის ავტორები / პროექტები.
  • 3. აირჩიეთ ფონდის მხარდაჭერა – თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ და ხელი შეუწყოთ საქველმოქმედო ფონდს CFS განვითარებაში.

15. აუცილებელია შემოწირულობის გადახდის დანიშნულებაში მიუთითოს განაცხადის CFS კოდი ID, რომ მოვახდინოთ განაცხადის იდენთიფიცირება, რაც მითითებულია გადარიცხვის ინსტრუქციაში, რომელიც გამოგეგზავნებათ განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ თქვენს ელ. ფოსტის მისამართზე.

16. ნებისმიერი გადახდა ან გადარიცხვა, რომლის დანიშნულებაში არ იქნება მითითებული განაცხადის CFS კოდი ID, “საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFS – ს ანგარიშზე შემოსული ყველა ასეთი თანხა ჩაითვლება შემოწირულობად ფონდისათვის, მოხმარდება ფონდს და გამოყენებული იქნება ფონდის განვითარების მიზნით;

17. გაითვალისწინეთ! თუ შემოწირულობის გადახდა არ განხორციელდა განაცხადის ფორმის შევსების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში, თქვენი შემოწირულობა გაუქმდება.

18. ფონდში შეცდომით ჩარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის უკან მოთხოვნა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე, გადახდის მომენტიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, უკან დაბრუნდება გადახდილი თანხა 10% – ის გამოკლებით.

19. გაითვალისწინეთ! გადახდის მომენტიდან 24 საათის შემდეგ “საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFS – ს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია;

20. ადმინისტრაციას აქვს უფლება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაბლოკოს, წაშალოს ან დროებით გააუქმოს დონორი/მომხმარებელი/თანამშრომელი;

21. წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში დონორი/მომხმარებელი/ქველმოქმედი თანამშრომელი/ფრილანსერი/მოხალისე მიიღებს მხოლოდ 1 გაფრთხილებას, იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაჯარიმდება და დაეკისრება ზარალის სრული ანაზღაურება;

22. CFS – ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ფონდის წესები და პირობები;

23. “საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFS, ვებ გვერდი: cfs.byme.ge ასევე უფლებას იტოვებს მის ბაზაში რეგისტრირებულ დონორებს/მომხმარებლებს/ქველმოქმედ თანამშრომლებს/ფრილანსერებს/მოხალისეებს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის, შეთავაზებების და პიარის მიზნით.

24. ტერმინები და მათი განმარტება

24.1. დონორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც  შემოწირულობის სახით ეხმარება საქველმოქმედო განაცხადის ავტორს.

24. 2. ქველმოქმედი/ფრილანსერი/მოხალისე – ფონდის თანამშრომელი პირი, რომელიც ეხმარება საქველმოქმედო ფონდ CFS – ს მოიძიოს და განათავსოს ფონდის ვებ გვერდზე cfs.byme.ge – ზე საქველმოქმედო განაცხადები, მათი დახმარების და შემოწირულობის შეგროვების მიზნით;

24.3. ქველმოქმედი პარტნიორი – იურიდიული პირი, რომელიც ეხმარება საქველმოქმედო ფონდ CFS – ს მოიძიოს და განათავსოს ფონდის ვებ გვერდზე cfs.byme.ge – ზე საქველმოქმედო განაცხადები, მათი დახმარების და შემოწირულობის შეგროვების მიზნით;

24.4. საქველმოქმედო განაცხადი – დახმარების მიღების ან/ და შემოწირულობის შეგროვების მიზნით “საქველმოქმედო ფონდი სიმი” CFS – ის ვებ გვერდზე: cfs.byme.ge – ზე განთავსებული განცხადება.

24.5. დონაცია – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის დახმარება/შემოწირულობა;

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ka ქართული
X
error

მოგწონთ ჩვენი ფონდის გვერდი? გთხოვთ, გაავრცელოთ

მოგვწერეთ შეკითხვა
1
ოპერატორი გისმენთ
Scan the code
CBMG ქოლ ცენტრი
გამარჯობა,
რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?