დასაქმება, მუშაობა და ჩვენთან თანამშრომლობა შეუძლია, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირს. გახდით ქველმოქმედი, ფრილანსერი, მოხალისე. “საქველმოქმედო ფონდი სიმი” – CFS გთავაზობთ, უნიკალურ შესაძლებლობას გამოხატოთ და გააზიაროთ თქვენი ემოცია, სიკეთე და სიყვარული, აკეთოთ კეთილი საქმე, შეიძინოთ ახალი მეგობრები და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.

დასაქმების მსურველებს საშუალება გაქვთ აირჩიოთ სამუშაო სფერო / მუშაობის მიმართულება თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მუშაობის პირობა კი მარტივია: მოიძიეთ თქვენს არჩეულ სფეროში ადამიანები, ადგილები, ნაგებობები, ცხოველები, ვისაც / რასაც დახმარება, გვერდში დგომა, მოვლა და გაფრთხილება ესაჭიროება. მათი სურვილის და თანხმობის შემთხვევაში, შეავსეთ მათთვის საქველმოქმედო განაცხადის ფორმა, გადადით გვერდზე: მთავარი მენიუ – ბენეფიციარები – ქვე მენიუ – საქველმოქმედო განაცხადი. თქვენს მიერ გამოგზავნილ განაცხადს ჩვენ განვათავსებთ ფონდის პლათფორმაზე ბენეფიციარების გვერდზე და დავიწყებთ დონორების მოძიებას, შემოწირულობების შეგროვებას განაცხადის მხარდასაჭერად. თხოვნაა თავადაც დაგვეხმარეთ და გააზიარეთ ბენეფიციარების გერდზე განთავსებული თქვენი საქველმოქმედო განაცხადი სოციალურ სივრცეებში, რაც შეიძლება ბევრგან, რომ მეტმა ნახოს და შეძლოს დახმარება. სიკეთე აუცილებლად დაგიფასდებათ, თქვენ თავად გექნებათ კონტაქტი განაცხადის ავტორთან და შესაძლებლობა გაცვალოთ ემოციები, თავად გადასცეთ მას შეგროვებული შემოწირულობები/პროდუქტები ან სხვა, ფონდის წარმომადგენელთან ერთად.

გთხოვთ, ყურადღებით და დაკვირვებით შეავსეთ განაცხადის ველები, ფონდი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ არასწორად მითითებულ მონაცემებზე. ჩვენ განვიხილავთ თქვენს განაცხადს და პასუხს დაგიბრუნებთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართზე. გისურვებთ წარმატებას.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თქვას: “სიცოცხლე მიხარია”, “სიცოცხლე მიყვარს”, “სიკეთე მიხარია” – CFS


close

გამარჯობა, 👋
მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით.

დარეგისტრირდით, რომ დარჩეთ ჩვენთან და მიიღოთ CFS - ის სიახლეები პირველმა.

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს! წაიკითხეთ ჩვენი წესები და პირობები მეტი ინფორმაციისთის.

ka ქართული
X
error

მოგწონთ ჩვენი ფონდის გვერდი? გთხოვთ, გაავრცელოთ

გახსენი ჩეთი
გჭირდებათ დახმარება?
Scan the code
CFS - დაგვისვით შეკითხვა
გამარჯობა, 👋
რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?