ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ და რას გთავაზობთ

"საქველმოქმედო ფონდი სიმი" CFS დაარსა კომპანია "სი ბი ემ ჯი" - მ CBMG 2022 წლის 4 ივნისს. ფონდის მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ ბუნება, ცხოველები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ. CFS - ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, საქველმოქმედო განაცხადების მოძიება, შეგროვება, განთავსება საკუთარ ვებ გვერდზე, დონორებთან დაკავშირების, მატერიალური და სოციალური დახმარების/შემოწირულობების მოზიდვის ან/ და შეგროვების მიზნით.

ფონდი განახორციელებს საკუთარ პროექტებს და ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებებით. მონაწილეობის მიღებას, საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობას, შეძლებს ნებისმიერი ფონდში დასაქმებული ქველმოქმედი / მოხალისე, ხოლო დასწრებას ნებისმიერი მსურველი, ვისაც არსებული თემა დააინტერესებს.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს გარშემო შევქმნათ ისეთი გარემო, როგორშიდაც ვისურვებდით ცხოვრებას. ჩვენ ერთმანეთის დახმარებით და გვერდში დგომით, ერთად შევძლებთ შევცვალოთ სიტუაცია, პირობები, დამოკიდებულება და ადამიანები ჩვენს გარშემო. შემოგვიერთდით, ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს ბედნიერებას, მოდით ერთად ვიპოვოთ ის ჯერ ჩვენში, გადავდგათ ამისათვის თუნდაც ერთი ნაბიჯი და ვიმოქმედოთ მიზნის მისაღწევად - CFS.

საქმიანობის  მიმართულებები

CFS – ი დონორების მხარდაჭერით, მზადაა დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს და გაუწიოს მატერიალური, სოციალური, მორალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური დახმარება, ასევე დაეხმაროს განათლების მიღებაში, ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც/რასაც დახმარება ესაჭიროება. სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებს; ობოლ და მშობელთა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; მარჩენალდაკარგულებს; მიუსაფარ ბავშვებ; უსახლკარო პირებს; შინასამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირებს; მარტოხელა ხანდაზმულებს; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ პირებს; სტარტაპ ბიზნესებს, ბიზნეს იდეებს, მცირე ბიზნესებს; ხელი შეუწყოს მიტოვებული, უძველესი სამონასტრო კომპლექსების აღმოჩენა, აღდგენა რესტავრაციას. დაიცვას და გაუფრთხილდეს, მოუაროს ცხოველებს, ბუნებას.

დასაქმება

CFS - გთავაზობთ, გაძლევთ შესაძლებლობას დასაქმდეთ და გახდეთ ქველმოქმედი, ფრილანსერი, მოხალისე. აკეთოთ კეთილი საქმე და გამოხატოთ თქვენი სიყვარული ადამიანების, ცხოველების და ბუნების მიმართ, აჩუქოთ სითბო, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება ჯერ საკუთარ თავს და მერე მათ, ვისაც ეს ჭირდება. მუშაობის დასაწყებად საჭიროა შეავსოთ დასაქმების განაცხადი.

მიზანი

CFS - ის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ, შევძლოთ დავაინტერესოთ ფართო აუდიტორია. მოვიზიდოთ დონორები. დავასაქმოთ ქველმოქმედი ადამიანები, ფრილანსერები, მოხალისეები. ჩვენი მიზანია ფონდის მიერ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა თუ ღონისძიება ემსახურებოდეს სიკეთეს, კეთილ საქმეს, დახმარებას და გვერდში დგომას, რომ თამამად ვუთხრათ ჩვენს მომხმარებელს თქვენ მარტო აღარ ხართ, თქვენს გვერდით CFS - ი დგას, მყარ ზურგად გვიგულეთ.

"საქველმოქმედო ფონდი სიმი" - ს უმთავრესი მიზანია, ჩვენი დახმარებით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თქვას: "სიცოცხლე მიხარია, "სიცოცხლე მიყვარს", "სიკეთე მიხარია" - CFS.

1 ამბობს

სიცოცხლე მიხარია
ka ქართული
X
error

მოგწონთ ჩვენი ფონდის გვერდი? გთხოვთ, გაავრცელოთ

გახსენი ჩეთი
გჭირდებათ დახმარება?
Scan the code
CFS - დაგვისვით შეკითხვა
გამარჯობა, 👋
რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ?